четверг, 27 мая 2010 г.

ოთახის მცენარეები

1. პროექტის სახელი: ოთახის მცენარეები
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შექმნიან კლუბს ,, ფლორისტები", შეისწავლიან ოთახის მცენარეების მოვლას და ბიოლოგიის კაბინეტს გაამდიდრებენ მცენარეებით.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანი არის მოსწავლეებში თანამშრომლობისა და საკონიმუკაციო უნარის განვითარება, ეკოლოგიური კულტურის ამაღლება, კვლევა–ძიების და კლასიფიცირების უნარის განვითარება. კლუბის წევრები განსაზღვრავენ პრიორიტეტულ პრობლემებს, აქტიურად ითანამშრომლებენ სკოლის თვითმმართველობის ეკოლოგიურ სექციასთან და ბოილოგიის მასწავლებლებთან, მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტის საშუალებით, შეიმუშავებენ კლუბის მუშაობის გეგმას.
4. ასაკი: 14 წელი
5.ვადები: 2010–2011 წელი
6. აქტივობები: კლუბის წევრები უხელმძღვანელებენ , რომ კლასებშიც გაკეთდეს ოთახის მცენარეთა კუთხე, მოაწყობენ დისკუსიებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს სადაც აღწერილი და დასურათებული იქნება სხვადასხვა მცენარე , კონკურსის წესით გამოავლენენ საუკეთესო კუთხეს.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის სწორად განსაზღვრის და გადაჭრის უნარი, შეიძენენ კონკრეტულ ცოდნას პრაქტიკულ მუშაობებზე და კვლევებზე დაყრდნობით, მოახდენენ მცენარეთა კლასიფიცირებას საინფორმაციო ბაზის საფუძველზე დაყრდნობით, ისწავლიან მცენარეთა მოვლა–გამრავლებას, გამოავლენენ შემოქმედებითობას, შექმნიან თავიანთ ვებ გვერდს და მასალებს კლუბის მუშაობის შესახებ განათავსებენ ბლოგზე.
8.სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტით მოსწავლეები თავიანთ მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ გამწვანების პროცესში და თუნდაც მნიშველოვანი გლობალური პრობლემის გადაჭრაში. კლუბის წევრები გაეცნობიან , ისწავლიან და ოთახის მცენარეების მოვლას ასწავლიან სხვა მოსწავლეებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან კავშირი: გეოგრაფია
11. მონაწილეობის მსურველები ჯერჯერობით არ არიან.
12. პროექტის ავტორი: ლელა სილაკაძე.